LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, უმეტესობა ხმას მარგველაშვილს მისცემდა

89

შემდეგ კვირას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას – გამოკითხული 2200 ადამიანიდან 12.6% მხარს გიორგი მარგველაშვილის უჭერს. “რუსთავი 2”-ის დაკვეთით გერმანულ ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებში მეორე ადგილს იკავებს დავით ბაქრაძე 9.9%-ით.

საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს ხმას მისცემდა 7.1%. პაატა ბურჭულაძეს 5.4%. 5.0% უჭერს მხარს ირაკლი ალასანიას. შალვა ნათელაშვილს ანიჭებს უპირატესობას გამოკითხული მოსახლეობის 3.1%.

გიორგი კვირიკაშვილი მისაღებია მხოლოდ 2.6%-ისთვის. ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია 2%. ასევე 2% მისცემდა ხმას ნინო ბურჯანაძეს. 2200 ადამიანიდან 1.1 %-ისთვის არის მისაღები ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა.

დავით თარხან-მოურავს ხმას აძლევს 0.7%. ლევან ვასაძეს 0.6%. 0.4%-ისთვსი არის მისაღები დავით სერგეენკო.

ირმა ინაშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს 0.4%.ასევე 0.45 უჭერს ხმარს გიორგი ვაშაძეს. გიგი უგულავა მოსწონს 0.3%-ს.  დავით უსუფაშვილის მხარდამჭერი აღმოჩნდა 0.3%. გიორგი თარგამაძის მომხრეა 0.2% და ასევე სალომე ზურაბიშვილის მომხრეა 0.2%.

სახელისუფლებო კანდიდატი გამოკითხული მოსახლეობის 0.2%-ისთვის არის მისაღები.

mazda magti 5g