ხვალ საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჩამოვა. ჯონ კერი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზუდენს, ასევე – ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და ჯონ კერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
განსახილველ საკითხებს შორის იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ოქტომბერში წარმატებული ჩატარების საკითხები.