LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხვალ, თუ დასჭირდებათ, იტყვიან, რომ ესპანეთი, იტალია და რუმინეთი, როგორც ქვეყნები, საერთოდ არ არსებობენ“ – რას წერს დათო გორგილაძე

263
დათო გორგილაძე

„ნუ ელოდებით, რომ კობახიძე და მდინარაძე უხერხულში ჩაცვივდებიან ტყულში ყოველი მომდევნო მხილების გამო“, – ამის შესახებ ჟურნალისტი და მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს და რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო უწყებების განცხადებების საპასუხოდ, პირემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება.

„მე არ მომიტყუებია, წნეხი განხორციელდა, მერე მოუწიათ ამ გადაწყვეტილების სხვანაირად წარმოჩენა“ – ირაკლი კობახიძე რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო უწყებების განცხადებებზე

„გუშინ მადლობა გადაუხადეს 5 ქვეყანას; ხუთიდან სამმა შემოუთვალა, ხომ არ გძმარავთო;

დღეს თქვეს, რომ აიძულეს მხარდაჭერის უარყოფაო.

ხვალ, თუ დასჭირდებათ, იტყვიან, რომ ესპანეთი, იტალია და რუმინეთი, როგორც ქვეყნები, საერთოდ არ არსებობენ – ცრუ ისტორიკოსების მოგონილი ქვეყნებია ფულის სანაცვლოდ, კარტოგრაფებს კი გლობალური ომის პარტიამ ფული გადაუხადა რუკებზე მათი დატანისთვის.

მათი სინდისი ფეხსაცმელივითაა – რაც უფრო ძველდება, მით უფრო ნაკლებად უფრთხილდებიან და ტალახის გუბეებშიც უდარდელად დააბიჯებენ“, – წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.

ნუ ელოდებით, რომ კობახიძე და მდინარაძე უხერხულში ჩაცვივდებიან ტყულში ყოველი მომდევნო მხილების გამო. გუშინ მადლობა…

Posted by Dato Gorgiladze on ოთხშაბათი, 18 დეკემბერი, 2024

ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო 5 ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე, ესენია: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი – მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები

„იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის გამო – ვიმეორებთ ძლიერ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე“ -რუმინეთის საგარეო უწყება

ესპანეთის საგარეო უწყება: სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს – დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g