LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალამდე კორპუსის მცხოვრებლებს გაზის გარეშე მოუწევს ყოფნა – „თბილისი ენერჯის“ განცხადება გლდანში მომხდარზე

105
BeFunky-collage (8)

“თბილისი ენერჯი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გლდანში, ხელოსანმა წყლის გამათბობელი (ე.წ. კალონკა) არასწორად დაამონტაჟა და წყალი მთელი კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში შეუშვა.

აღნიშნული ფაქტის გამო, კორპუსის მცხოვრებლებს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა.

“კიდევ ერთი უყურადღებობის ამბავი, რის გამოც ამ სუსხიან ღამეში გაზის გარეშე 32 აბონენტი დარჩა
? გლდანში, მესამე მიკრო რაიონის მე-5 კორპუსის მცხოვრებლები ამ ღამეს სუსხიან ღამეს გაზის გარეშე დარჩნენ. მიზეზი მათი მეზობლის დაუდევრობაა, რომელმაც შემთხვევით, ან არაპროფესიონალი ხელოსნის წყალობით, წყლის გამათბობელი (ე.წ. კალონკა) არასწორად დაამონტაჟა და წყალი მთელი კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში შეუშვა. ხვალამდე კორპუსის მცხოვრებლებს გაზის გარეშე მოუწევს ყოფნა, რადგან ჩართვამდე სრულად უნდა გამოიდევნოს წყალი კორპუსის გაზის მილებიდან.
⚠ ნუ ანდობთ არაპროფესიონალებს წყლის გამაცხელებლების და გაზის გამათბობლების მონტაჟს. ეს საშიშია”. – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები