საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტის ბინაზე მართვას უზრუნველყოფს.
“ბინაზე ძალიან ბევრი პაციენტი რჩება. ბოლო პერიოდში ონლაინ კლინიკების და ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში ექიმების რაოდენობა გავზარდეთ, თუმცა, უკეთესი იქნება პაციენტი თავის ოჯახის ექიმს უკავშირდებოდეს.” – აცხადებს გაბუნია
მისი განცხადებით, 1 თებერვლიდან ამოქმედდება ცვლილება, რაც დეკემბრის ბოლოს დაიგეგმა ოჯახის ექიმებთან კონსულტაციებზე, რომ ყველას შეუძლია პრიორიტეტულად და უპირატესად თავის ოჯახის ექიმს დაუკავშირდეს.
როგორც გაბუნიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ კლინიკების რიცხვი და ექიმების რაოდენობა გაიზარდა, უკეთესი იქნება პაციენტი ოჯახის ექიმს უკავშირდებოდეს.
“ანუ მართვისთვის პაციენტის მიმაგრება მისივე ოჯახის ექმითან მოხდება, ეს ქსელი სრულად გაიშალა. დეკემბრის განმავლობაში ოჯახის ყველა ექიმმა ტრენინგი გაიარა და ყველა მზად არის იმისთვის, რომ თავისივე პაციენტი მართოს. ამდენად, უკვე ხვალიდან ოჯახის ყველა ექიმს შესაძლებლობა ექნება მასთან მიმაგრებულ პაციენტს გაუწიოს მეთვალყურეობა და მართოს ბინაზე ყოფნის პერიოდში. რიგ შემთხვევაში, ბუნებრივია, კვლავაც საჭირო იქნება პაციენტების გადამისამართება ჰოსპიტალში და აქ, უკვე ოჯახის ექიმი გადააბარებს პაციენტს ჰოსპიტალს“, – განაცხადა გაბუნიამ.