დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას კოვიდ 19-ის გავრცელების შესახებ კიდევ ერთ ინფორმაციას აწვდის. ამირან გამყრელიძის თქმით, ხვალიდან ქვეყანა შიდა გავრცელების მე-7 კვირაში გადადის. მიუხედავად ამისა, ის შემთხვევების მასობრივ მატებას არ ელოდება.
“ჩვენ პიკში შესული ვართ, მე-6, მე-7, მე-8 კვირაა, ანუ შიდა გაგრცელების დაწყებიდანვე, შიდა გავრცელება დაგვეწყო ჩვენ 22 მარტს, გადათვალეთ, ხვალ მთავრდება მე-6 კვირა, შევდივართ მე-7 კვირაში, მე-8 კვირაში.
კორონავირუსით უკვე 589 ადამიანია ინფიცირებული
გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
ყველა ქვეყანამ, სადაც კორონავირუსული ინფექცია ვითარდება, დაახლოებით ეს სცენარი გაიარა. ძალიან ბევრი და კარგი დროული ღონისძიებებით მაქსიმალურად შევაკავეთ ქვეყანაში ინფექციის გავრცელება.
მატება იქნება შემთხვევების, არ ველოდები, რომ ასეულობით ახალი შემთხვევა გვქონდეს. თუ ამ ტემპით ვივლით და დავიცავთ ყველა იმ რეკომენდაციებს, რასაც სახელმწიფო იძლევა, აუცილებლად ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ ეპიდემიიდან,” – ამბობს გამყრელიძე.