კორორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი ხვალიდან, ანუ 14 იანვრიდან გაიხსნება.
„სრიალის მოყვარულებს გიმასპინძლებთ გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგიროები, 80-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა, არაჩვეულებრივი სასრიალო ტრასები და გოდერძის ულამაზესი ბუნება“, – აცხადებენ საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, კურორტის სამუშაო საათებია:
ორშაბათი-პარასკევი 10:00-16:00
შაბათი-კვირა 10:00-17:00
შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სასრიალო გზებით: ზანკა1, იალა1, იალა2.