LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ახალი შეთავაზება ბიზნესს – „გოდერძის“ განვითარების მიზნით აუქციონები გამოცხადდა

69
IMG-3316

აჭარის მთავრობა სამთოსათხილამურო კურორტგოდერძისგანვითარების მიზნით აუქციონებს აცხადებს.

საინვესტიციო პროცესების გაძლიერებისთვის აჭარის მთავრობა რეგიონში აქტიურ საპრივატიზაციო პოლიტიკას ახორციელებს. კურორტზე ბიზნესისთვის დამატებით 8 ახალი საინვესტიციო შეთავაზება უკვე მომზადდა. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სუბიექტებმა, აუქციონების პირობების მიხედვით, სამთო-სათხილამურო კურორტის ლანდშაფტის შესაბამისი კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობის მშენებლობა უნდა უზრუნველყონ.

8 საპრივატიზაციო ობიექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2 400 000 ლარია. საპრივატიზებო ღირებულება კი 1 072 000 ლარს შეადგენს.

➡აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პრივატიზების მიზნით, სააუქციონო პროცესი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო და ის ეტაპობრივად გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://eauction.ge/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები