LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან, ონკოლოგიურ პაციენტებს სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ

792
მიხეილ სარჯველაძე

ხვალიდან, ონკოლოგიურ პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების მიღების გზა მარტივდება, ვინაიდან მანამდე მათ, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ.

„აღნიშნული სიახლე, პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია და ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება”. – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები