LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან საქართველო „მუქ წითელ ზონაში” გადადის

355
Print

ხვალიდან, საქართველო „მუქ წითელ ზონაში” გადადის – ინფორმაციას და ოფიციალურ განცხადებას ბულგარეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 15 თებერვლის ბრძანების თანახმად, 2022 წლის 17 თებერვლიდან საქართველო გადადის “მუქ წითელ ზონაში”.

საქართველოდან მომავალ პირებს შეეძლებათ, ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლა დოკუმენტების შემდეგი კომბინაციიდან ერთ-ერთის წარდგენის შემთხვევაში:

✔️ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი + ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი ნეგატიური შედეგით;

✔️COVOD-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი + ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი ნეგატიური შედეგით;

ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია თავისუფლად, ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების (არც ერთი მათგანი) წარდგენის მოთხოვნის გარეშე“, -ნათქვამია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g