„ხველა ორგანიზმის დამცველობით რეფლექსია და ნამდვილად არ არის ისე საშიში, როგორც მშობლებს ჰგონიათ“, – ამ თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ექიმმა პედიატრმა ცოტნე ბესელიამ ისაუბრა.
„ყველაზე ხშირად ხველას იწვევს მწვავე რესპირაციული ინფექციები, განსაკუთრებით ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია. ეს არის მწვავე ხველის ყველაზე ხშირი მიზეზი, როგორც ბავშვებში, ასე მოზრდილებში. როგორ განასხვავებდათ მწვავე და ქრონიკული ხველა ერთმანეთისგან. თუ ხველა მიმდინარეობს ოთხ კვირამდე ის მწვავე ხველაა, თუ ხველა ხანგრძლივდება ოთხ კვირაზე მეტხანს, ის უკვე ქრონიკულია და მას თავისი მიზეზები გაჩნია. მწვავე ხველას ჩვენ სიმპტომური საშუალებებით ვმკურნალობთ და ხშირ შემთხვევაში ის საშიშროებას არ უქმნის ბავშვს, მაგრამ თუ ხველა გახანგრძლივდა, ის შეუძლია უკავშირდებოდეს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ასთმა, თანდაყოლილი ანომალიები, უცხო სხეული და სხვა“- განაცხადა ცოტნე ბესელიამ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.
ყივანახველა და გახანგრძლივებული ხველა / ბავშვთა ინფექციები#პირადიექიმი 🔴#LIVE ▶ 1- ლი ბლოკი: ყივანახველა და გახანგრძლივებული ხველა ▶ სტუმარი: ცოტნე ბესელია, პედიატრი ▶ მე-2 ბლოკი: ბავშვთა ინფექციები ▶ სტუმარი: მარინა ენდელაძე, ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი ▶ მე-3 ბლოკი: კვებითი შუქნიშანი
Posted by პირადი ექიმი მარი მალაზონია • 1tv.ge on Monday, April 15, 2024