ქართველები რომ ნიჭიერი ხალხია, ამას მთელი მსოფლიო უფრო და უფრო იგებს.
ბოლო პერიოდში საქართველოს სახელი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში უდიდესი წარმატებით გაჟღერდა.
„ფორტუნა“ შეეცადა, შეეკრიბა ის წარმატებული ქართველები, რომლებმაც მსოფლიო მასშტაბით გვასახელეს.
დავიწყოთ მომღერლებით.
ნუცა ბუზალაძე, რომელიც მსოფლიო დონის მეგაპროექტში American Idol მიიღო მონაწილეობა, წარმატებით იასპარეზა.
ნუცამ ამ პროექტში მოხვედრით ბავშვობის ოცნება აიხდინა და დიდი კონკურენცია გაუწია თავად ამერიკელებს.
ქართველმა მომღერალმა იმდენი შეძლო, რომ ჟიურიმ არჩევანი ამერიკელ კონკურსანტებსა და ნუცას შორის, სწორედ ქართველზე შეაჩერა და მას მისცა ტოპ 12-ში გადასვლის საშუალება.
სამწუხაროდ, ნუცა 10-ეულში ვეღარ მოხვდა, რადგან ხმების საჭირო რაოდენობა არ ეყო, თუმცა მან მოახერხა და საქართველო ღირსეულად წარადგინა.
შთამბეჭდავი და წარმატებული იყო დოდონა ნამორაძის მონაწილეობა ბერძნულ ვოისში.
დოდონა ფინალამდე მივიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გაიმარჯვა. მისმა შესანიშნავმა პერფორმანსებმა მთელი საბერძნეთი აალაპარაკა.
წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი.
პიანისტმა, რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ჟიურიმ ქართველი 17 ქვეყნის 32 მონაწილეს შორის საუკეთესო სამეულში დაასახელა.
საფინალო სესიაზე გიგაშვილმა პროკოფიევის საფორტეპიანო და საორკესტრო კონცერტი N3 შეასრულა.
„მეორე ადგილი ავიღე.. საქართველო ევროპაა!“ – პიანისტი გიორგი გიგაშვილი ემოციურ მიმართვას ავრცელებს
საქართველოს წარმატებები სპორტის მიმართულებით ნამდვილად არ აკლია.
საქართველოს სახელი, წარმატებული ქართველები სპორტსმენების წყალობით, მსოფლიო მასშტაბით კიდევ ერთხელ გაჟღერდა.
ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლიში“ წარმატებით ასპარეზობს, შეიძლება ითქვას, რომ საფეხბურთო სამყაროში ახალ ისტორიას წერს.
კვარას დიდი წვლილია იმაში, რომ 30 წლის მერე, „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა.
ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელია მარადონას სახელობის სტადიონზე საქართველოს დროშით გავიდა – ისტორიული კადრები
მსოფლიოს ძალოსნობაში პირველობას უმტკიცებს ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე, რომელიც ევროპის შვიდგზის ჩემპიონია.
ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მძიმეწონოსანმა, ლაშა ტალახაძემ კონტინენტის ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა.
ტალახაძემ ატაცში 210, 217 და 222 კგ დაძლია, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშა ტალახაძე ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა
ისტორიული გამარჯვება მოიპოვა მერაბ დვალიშვილმა და ქართველი ხალხი გაახარა.
მერაბ დვალიშვილმა პრინციპული მეტოქე, დივიზონის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა.
ბრძოლა 5 რაუნდის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქართველ მებრძოლს დიდი უპირატესობა ჰქონდა. მსაჯთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონის ქამარს მხოლოდ ერთი ბრძოლა აშორებს.
„დღეს ძალიან ამაყი ვარ. ეს ჩემთვის ძალიან პირადულია. ძალიან ვეცადე, ბევრი ვიშრომე და ვაჩვენე მთელ მსოფლიოს, ვინ არის ახლა ნული… რა თქმა უნდა, მე გავხდები ჩემპიონი… მე ომის წინააღმდეგი ვარ, დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება თავისუფლებას,”- თქვა დვალიშვილმა.
ფოტო: როგორ ეხმაურება ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას
კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება:
ისტორიაში პირველად, დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა.
ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდნენ.
დამატებით დროში, ლაშა ბექაურს ლაშა მაისურაძემ სძლია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ვიდეო: საქართველოს ორი დროშა ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატზე – ამაღელვებელი კადრები
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, პირველად, 12 წლის შემდეგ, მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, ქართველი მოჭადრაკე გახდა.
15 წლის ანასტასია კირთაძემ 9-დან 7,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის.
„აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ ქართველი მოჭადრაკე პირველად გახდა მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული“, – წერს ჭადრაკის ფედერაცია.
„პირველად, 12 წლის შემდეგ! ანასტასია კირთაძე – მსოფლიო ჩემპიონია!“ – საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
დიდი წარმატება მოიპოვა ქართველმა მოჭადრაკემ, ლუკა კილაძემ მსოფლიო ასპარეზზე ჭაბუკთა შორის.
„პირველად, 21 წლის შემდეგ!!!
ლუკა კილაძე – მსოფლიო ჩემპიონია!!!
ლუკამ, 9-იდან 7 ქულით გაიმარჯვა მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის!
აღსანიშნავია, რომ 2002 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი მოჭადრაკე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ჭაბუკთა შორის!
ქართველი ჩემპიონის მწვრთნელები: საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა და საერთაშორისო ოსტატი დავით ზარქუა!“ – აღნიშნულია ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.
მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულ ლუკა კილაძეს ფიდე-ს ოსტატის წოდება მიენიჭა
„ფორტუნა“ მუდმივად ადევნებს თვალს ქართველების წარმატებას, მხარს უჭერს და ცდილობს, მათი თითოეული ნაბიჯის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია გაგიზიაროთ.