LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულ ლუკა კილაძეს ფიდე-ს ოსტატის წოდება მიენიჭა

136
Untitled design

მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულს 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის, ლუკა კილაძეს, ფიდეს ოსტატის წოდება მიენიჭა!

ჭადრაკში მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულს 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის, ლუკა კილაძეს ფიდეს ოსტატის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

ფიდეს ოსტატის წოდება საჭადრაკო ტიტულია და მას მოჭადრაკეს მსოფლიო ჭადრაკის ფედერაცია (FIDE) ანიჭებს.

 

?მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულს 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის, ლუკა კილაძეს, ფიდეს ოსტატის წოდება მიენიჭა!

Posted by საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია • Georgian Chess Federation on პარასკევი, 12 მაისი, 2023

 

ცნობისათვის, ლუკა კილაძემ 9-იდან 7 ქულით გაიმარჯვა მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

როგორც ჭადრაკის ფედერაციაში აღნიშნავენ, 2002 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი მოჭადრაკე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ჭაბუკთა შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები