LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: „დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი „ოცნების“ ბევრ წევრს არც წაკითხული, არც გაგებული ექნებოდათ, მაგრამ წინასაარჩევნოდ მილიონ ნახევრად ცოტა ფულად შანსი გამოჩნდა, პოზიტიური ყურადღება მიიქციონ – პარტიის ლიდერი როცა ხარ, ქველმოქმედება გამოიყურება, როგორც წინასაარჩევნო მზადება“

277
იაგო ხვიჩია - ბიძინა ივანიშვილზე

„პარტიის ლიდერი როცა ხარ, ქველმოქმედება გამოიყურება, როგორც წინასაარჩევნო მზადება, ხელნაწერი წიგნის შეძენა წინასაარჩევნო სვლას ნიშნავს“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„პირველ არხთან“ საუბრისას აღნიშნული კომენტარით იაგო ხვიჩია ბიძინა ივანიშვილის მიერ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის შეძენას გამოეხმაურა.

„უზომოდ გამიხარდა“ – წილოსანი ივანიშვილის მიერ Christie’s-ის აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ყიდვაზე

„დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი „ქართული ოცნების“ ბევრ წევრს არ ექნება წაკითხული, არც გაგებული ექნებოდათ, მაგრამ წინასაარჩევნოდ მილიონ ნახევრად, ცოტა ფულად შანსი გამოჩნდა, პოზიტიური ყურადღება მიიქციონ და კიდევ ერთხელ დაუბრუნდა საზოგადოებას, როგორც ქველმოქმედი, მაგრამ პარტიის ლიდერი როცა ხარ, ქველმოქმედება გამოიყურება, როგორც წინასაარჩევნო მზადება.

კახა კალაძე – ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების შედეგად, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, ვულოცავ მთელ საქართველოს უდიდესი საგანძურის დაბრუნებას

„დიახ, ერთობაა, რომელიც დაკნინდა, მაგრამ ბოლომდე არ მოკვდა, რადგან მოლოდინის ცნობიერება ასაზრდოებდა“ – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერზე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მოსაზრებას ავრცელებს.

ეს წიგნი V-VII საუკუნეებშია შექმნილი და 21-ე საუკუნის არჩევნების წელი დასჭირდა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო. წიგნის ყიდვა გინდოდეს და „კრისტის“ აუქციონის გარეშეც იშოვი“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, ლონდონში, Christie’s ის აუქციონზე იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. წიგნი 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული, მყიდველმა მასში 1 250 000 გადაიხადა. ხელნაწერი საჩუქრად საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი ცხოვრებით არის გამორჩეული ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის უდიდეს სიკეთეებს აკეთებს“- ელისო ბოლქვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g