LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უზომოდ გამიხარდა“ – წილოსანი ივანიშვილის მიერ Christie’s-ის აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ყიდვაზე

154
ნინო წილოსანი

„უზომოდ გამიხარდა“ – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში უმრავლსეობის დეპუტატი, ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას.

ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე შეიძინა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელსაც ეროვნულ მუზეუმს გადასცემს

„უზომოდ გამიხარდა ❤️ ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე – ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე.

უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა👏👏👏“ – წერს წილოსანი.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი ცხოვრებით არის გამორჩეული ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის უდიდეს სიკეთეებს აკეთებს“- ელისო ბოლქვაძე

ცნობისთვის, ლონდონში, Christie’s ის აუქციონზე იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. წიგნი 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული, მყიდველმა მასში 1 250 000 გადაიხადა. ხელნაწერი საჩუქრად საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

„დიახ, ერთობაა, რომელიც დაკნინდა, მაგრამ ბოლომდე არ მოკვდა, რადგან მოლოდინის ცნობიერება ასაზრდოებდა“ – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერზე

უზომოდ გამიხარდა ❤️ ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე – ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on სამშაბათი, 11 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები