LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: ნათელაშვილს კორონა აქვს და ამ დროს პარლამენტიდან ადამიანის გაგდება სძაგს უფალს

91
Untitled design - 2022-02-14T123625.978

„ქართული ოცნება“ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კი საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

ოპოზიციონერ დეპუტატ, „გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება არ უნდა შეუწყვიტოს.

„იმის მიუხედავად, მომწონს და მოგვწონს თუ არა ჩვენი კოლეგები, ეს ადამიანები პარლამენტში ჩვენ არ აგვირჩევია, ისინი აქ ქართველმა ხალხმა შემოიყვანა და ახლა ხალხი ვალდებულიც კი არის, სამი წლის განმავლობაში მათ უყურონ. შალვა ნათელაშვილს კორონა აქვს და კორონას დროს პარლამენტიდან ადამიანის გაგდება სძაგს უფალს.

ელენე ხოშტარიას პარლამენტში მუშაობის გაგრძელება თავად არ უნდა. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, „ქართული ოცნების“ თავში რა ხდება, ღმერთმა იცის, მაგრამ მგონი, ბადრი ჯაფარიძის საკითხი ასე მძაფრად ახლა არ დგას“, – ამბობს იაგო ხვიჩია პირველ არხთან საუბრისას.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, შალვა ნათელაშვილის განცხადება სპეკულაციურია იმის თაობაზე, თითქოს, პოლიტიკურ ბოიკოტში იმყოფება და საპარლამენტო უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს.

მისივე სიტყვებით, „პარლამენტთან ნათელაშვილის პოლიტიკური დახუჭობანას თამაში საზოგადოებასაც მოსწყინდა”.

“შალვა ნათელაშვილს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თუმცა მისი პოლიტიკური გემოვნება იცვლება რამდენჯერმე და გამორიცხული არ არის, ორშაბათს საღამოს და დილით განსხვავებული განცხადებები გააკეთოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ შალვა ნათელაშვილი კოვიდინფიცირებულია.

არავის უკვირს ნათელაშვილის არასერიოზულობა – დილით შედის პარლამენტში, საღამოს კი პარლამენტს კომკავშირის კომიტეტს ეძახის: გურამ მაჭარაშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g