კომპანია Kia-მ ლას ვეგასში, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე CES, ელექტრო ქროსოვერის პროტოტიპი სახელწოდებით Niro EV წარმოადგინა.
ავტომობილს ქვეითებთან „ურთიერთობა“ შეუძლია და მეხუთე თაობის მობილურ ქსელებს უკავშირდება. ყველგანმავალი მწარმოებლის სტრატეგიის ნაწილი გახდა, რომელიც 2015 წელს 16 ახალი ელექტროფიცირებული მოდელის გამოშვებას გულისხმობს.
ავტომობილის გარეგნობაზე Kia-ს კორეულმა დიზაინ-სტუდიამ იმუშავა. ავტომობილი აღჭურვილია ინტერაქტიული დისპლეით, რომელიც ტრადიციული რადიატორის ჩარჩოს ადგილზეა განთავსებული. ის ქვეითების გამაფრთხილებელი აქტიური სისტემის (Active Pedestrian Warning System) ნაწილია, რომელიც ასევე პირველად CES-ზე აჩვენეს.
APWS-ის შემადგენლობაში შედის ფრონტალური კამერა ობიექტების ამომცნობი ფუნქციითა და რამდენიმე ხმის გამაძლიერებლით. ქვეითების, ან ველოსპიდისტების აღმოჩენის შემთხვევაში, სისტემა ხმოვან, ან ვიზუალურ სიგნალებს გამოიყენებს, რომ ავტომობილის მიახლოვების შესახებ გააფრთხილება გააკეთოს.
Niro EV Concept-ის 150 კილოვატიანი ელექტრო ძრავი 204 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი სვლის მარაგი 383 კილომეტრია.
Niro EV-თან ერთად კომპანია Kia-მ საინფორმაციო-გასართობი სისტემის ახალი ინტერფეისი წარმოადგინა, რომელსაც მარკის მომავალ მოდელებში გამოიყენებს.