LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia-ს უკანაწამყვანთვლიანი სედანის დებიუტი 2017 წელს გაიმართება

62

2017 წელს კორეული კომპანია Kia Motors Corporation უკანაწამყვანთვლიანი სპორტული ავტომობილის წარმოებაში ჩაშვებას გეგმავს. როგორც უცხოური პრესა იტყობინება, ინჟინრები უკვე მუშაობენ ავტომობილზე კოდური სახელწოდებით CK, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს Audi A5 Sportback-სა და BMW 4 Series Gran Coupe-ს.

გარცელებული ინფორმაციის თანახმად, Kia-ს სპორტული ავტომობილი Genesis Coupe-ზე მსუბუქი იქნება და 3 სხვადასხვა ტიპის ძრავით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ყველაზე მძლავრი 3.0 ლიტრიანი იქნება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სპორტული ავტომობილი დღეში 60 000 ეგზეპლიარად დამზადდება. აქვე გეტყვით, რომ ახალი მოდელი უნიკალური იქნება თავის ინტერიერითა და ექსტერიერით, რაზეც ავტომობილის პირველი სურათებიც მეტყველებს. კრიტიკოსების აზრით Kia-ს ახალი ავტომობილი დიდ ფინანსურ წარმატებას მოუტანს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები