LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიბერ–თაღლითს სუპერქარების კოლექცია ჩამოართვეს

66
reimondabasainews

ინტერპოლმა დუბაის პოლიციასთან თანამშრომლობით Instagram–ბლოგერი რეიმონდ აბასაი დააკავა და სუპერქარების მდიდრული კოლექციაც ჩამოართვა. მამაკაცს ბრალი კიბერ–თაღლითობაში და 430 მილიონი დოლარის მოპარვაში ედება.

აბასი, რომელსაც Instagram–ზე Hushpuppi–ს სახელით იცნობენ, ძალიან მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობდა. ყიდულობდა ლუქს ბრენდების ავტომობილებს, დაფრინავდა პირადი თვითმფრინავით და დროს საუკეთესო სასტუმროებში ატარებდა.

მისი კოლექცია 10–ზე მეტ ავტომობილს ითვლის და მათ შორისაა რამდენიმე Rolls-Royce (Cullinan და Wraith), Bentley Bentayga, Range Rover Sport, Mercedes-Benz G-კლასი, Ferrari 488 GTB, Maybach S650  და სხვები.

როგორც გამოცემა The Driver იუწყება, თაღლითმა თავისი კარიერა ტანსაცმლის გაყიდვით დაიწყო და 2,4 მილიონი გამომწერის მოგროვების შემდეგ წარმატებასაც მიაღწია. მისი პერსონით ინტერპოლი დაინტერესდა და დაადგინა, რომ მამაკაცი სხვადასხვა ბანკების ყალბ საიტებს ქმნიდა და მომხმარებელთა საკრედიტო მონაცემებს იპარავდა. Instagram–ბლოგერის სახლში 37 მილიონი დოლარი ნაღდი ფული და სუპერქარები ამოიღეს.

მანქანებს სავარაუდოდ აუქციონზე გაყიდიან, დაკავებულს კი სასამართლო პროცესი ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g