LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი ახალი გზა: ცოტნე დადიანის და თამარ მეფის გამზირი შესაძლოა ერთმანეთს დაუკავშირდეს

1383
KAKHA AXALIGZA

ცოტნე დადიანის და თამარ მეფის გამზირი შესაძლოა ერთმანეთს დაუკავშირდეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ბენდელიანს დაავალა, რომ ამ გზის პროექტი შეადგინონ და განიხილონ რამდენად შესაძლებელია, აღნიშნული იდეის რეალობად ქცევა.

„სისტრამ” მოგვცა პროექტი დასამუშავებლად და უნდა ვიმუშავოთ იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. ნაკადები უნდა გადმოვიდეს თამარ მეფის ხიდზე.

ამჟამად ცოტნე დადიანის გამზირიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი არ არსებობს და ვფიქრობთ, რომ ამ კონკრეტული გზის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ალბათ, ერთდონიანი პანდუსი უნდა განხორციელდეს პროექტის სახით,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g