LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი მიწისძვრა ინდონეზიაში – ნგრევას 844 ადამიანი ემსხვერპლა

86

ინდონეზიაში კიდევ ერთი, 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სანაპიროსთან, კუნძულ სუმბას სიახლოვეს დაფიქსირდა.

პარალელურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია კუნძულ სულავესზე, სადაც რამდენიმე დღის წინ 7.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ნგრევას ქალაქ პალუში და ახლომდებარე დასახლებებში 844 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები