კიდევ ერთი მიწისძვრა მექსიკაში – სანაპიროსთან 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება.
მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ტრეს-პიკოსიდან 119 კილომეტრში დაფიქსირდა, მიწისძვრის სიღრმე კი 21,7 კილომეტრი იყო.
მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.