LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი პრეპარატი კოვიდის წინააღმდეგ, რომელსაც რემდესევირზე 28-ჯერ ეფექტური მოქმედება აქვს –  ნანა გეგეჭკორი  

266
nanagegejkori

უცხოეთში მოღვაწე, ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში სტატიას აქვეყნებს, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაძი ჩაბმული კიდევ ერთი პრეპარატის შესახებ წერს, რომლის კლინიკური კვლევები ახლა  მიმდინარეობს. საუბარია პრეპარატ პლიტიდეპსინზე, რომელმაც წინასწარი კვლევებით რემდესივირზე 28-ჯერ მაღალი ეფექტურობა აჩვენა:

„კიდევ ერთი, in vitro ეფექტური პრეპარატი ანტივირუსული მოქმედებით კორონავირუსის წინააღმდეგ…

კლინიკური კვლევები ჯერ წინაა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ თაგვებში წარმოებული კვლევის მონაცემებია, თუმცა პრეკლინიკურად რემდესევირზე 28-ჯერ ეფექტური ანტივირუსული მოქმედებით ხასიათდება.

იმედია იგივე შედეგს გაიმეორებს ადამიანებშიც…

სანამ მეცნიერება პრევენციისა და მკურნალობის საუკეთესო მეთოდებს ეძებს, ჩვენ მარტივი ჩვევებით უნდა ვეცადით ვირუსის გავრცელების შეჩერებას.

ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა!“-წერს ნანა გეგეჭკორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g