დევნილთა დასახლება „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევას, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმიანება და წერს, რომ ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობის და უმოქმედობის შედეგია.
როგორც გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის, არ ესმის დევნილების ხმა და ადამიანები იძულებულები არიან, შემზარავი და სავალალო გადაწყვეტილებები მიიღონ.
დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია
„ვუსამძიმრებ ზღვისუბანში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს.
კიდევ ერთი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობით და უმოქმედობით!
130 ოჯახი რახანია ითხოვს, საცხოვრებლად საშიში პირობებიდან გამომდინარე, ფართებით უზრუნველყოფას, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მათ არათუ პასუხი ვერ გასცა, ინტერესიც კი არ გამოუჩენია ამ უმწვავესი პრობლემის მიმართ.
დღეს ვიგებთ, რომ ერთ-ერთმა დევნილმა მოსახლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის, არ ესმის დევნილების ხმა და ადამიანები იძულებულები არიან, შემზარავი და სავალალო გადაწყვეტილებები მიიღონ.
კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს თქვენს უპასუხისმგებლობას და უყურადღებობას?!
საკმარისია! დრულად აღმოუჩინეთ სათანადო დახმარება ყველა ოჯახს!“, – წერს ვაშაძე.