LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი ვაკანსია „სამეფოში“- „გირჩი“ მორიგ განცხადებას ავრცელებს

91
გირჩი

პარტია „გირჩი“ კიდევ ერთ ვაკანსიას აცხადებს.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეძებენ იურისტს, რომელსაც „გულწრფელად აღელვებს უსამართლობა და აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა“.

„კიდევ ერთი ვაკანსია გირჩის სამეფოში!!! ვეძებთ იურისტს!

ასევე, უნდა იცოდეს კანონის ან კანონპროექტის წერა-კითხვა და შემდეგ ამ წაკითხულის გასაგებად და ადამიანურ ენაზე გადმოცემა-გაკრიტიკება, ზეპირი თუ წერილობითი ფორმით.

ასევე, სამეფოს იურისტი კარგად უნდა იცნობდეს „გირჩის“ კონსტიტუციას და მის პრინციპებს. მზად უნდა იყოს გამოწვევებისთვის და არასოდეს მოუვიდეს თავში შრომის კოდექსის მეშვეობით ჩვენთან ურთიერთობა.

ანაზღაურებაზე გასაუბრებისას შევთანხმდებით.

მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო – ლაივში გავუშვებთ,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g