LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kid’s Choice Awards-ის ნომინანტები ცნობილია – მუსიკალურ კატეგორიას ტეილორ სვიფტი ლიდერობს

150
0604-cmo-kidschoiceawards-east

სატელევიზიო არხის – ,,ნიკელოდეონი” ყოველწლიური, Kid’s Choice Awards-ის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია. ცერემონიაზე, რომელიც 13 ივლისს, ლოს-ანჯელესში გაიმართება, გამარჯვებულებს მუსიკის, კინოს, ტელევიზიისა და სპორტის ნომინაციებში გამოავლენენ.

მუსიკალური კატეგორიის ლიდერი – ტეილორ სვიფტია. მას 6 ნომინაცია მიენიჭა. საინტერესოა, რომ სპორტის ნომინანტთა შორის, არტისტის ბოიფრენდი, ტრევის კელსიც მოხვდა.

სანახაობა წელს 37-ედ ჩატარდება და ის ანიმაციური სერიალის – SpongeBob SquarePants 25 წლის იუბილეს მიეძღვნება. აღსანიშნავია, რომ პირველად, დაჯილდოების ისტორიაში, ღინისძიებას საკულტო სატელევიზიო შოუს პერსონაჟების – ,,ღრუბელი ბობისა” და ,,პატრიკ სტარის” სახით, ვირტუალური წამყვანები ეყოლება.

ნომინანტთა სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები