LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ყველა დროის უდიდესი ჩემ სანახავად მოვიდა” – მარტინ სკორსეზე ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტს დაესწრო

161
justin-timberlake-1-062624-65265d746ed140039f673b7e5edc0ecd

ქსელი ვირუსულად მოიცვა ფოტომ, რომელზეც მარტინ სკორსეზე ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზეა აღბეჭდილი. კადრი საღამოდან თავად ამ უკანასკნელმა გამოაქვეყნა, რომელმაც საკულტო ფილმმეიკერის მიმართ პატივისცემა და სიყვარული გამოხატა.

,,ყველა დროის უდიდესი ჩემ სანახავად მოვიდა”, – აღნიშნა თემის კომენტირებისას ჯეი თიმ.

81 წლის ლეგენდარული რეჟისორი 43 წლის მომღერლის პერფორმანსს 25 ივნისს, ნიუ-იორკში დაესწრო. ამჟამად, ჯეი თის ახალი დისკის მხარდასაჭერი ტურნე, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ივლისიდან ის ევროპაში გადაინაცვლებს.

ჯასტინ ტიმბერლეიკი ევროპაში იმღერებს

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, ჯასტინ ტიმბერლეიკი მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს. მალევე ის გირაოთი გათავისუფლდა.

„რა სჭირს ამ ბიჭს?“ – ჯასტინ ტიმბერლეიკის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები