LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი ზედიზედ მეორედ American Music Awards-ის გამარჯვებულთა შორის არ მოხვდა – გამოვლინდა დაჯილდოების 7 ტრიუმფატორი

122
2026-05-26_16-47-56_502933

25 მაისს, ლას-ვეგასში, 52-ე American Music Awards გაიმართა. დაჯილდოებას ქუინ ლატიფა გაუძღვა. რეპერმა წამყვანის ამპლუა დამოუკიდებლად შოუზე, პირველად მოირგო. 1995 წელს, ის ტომ ჯონსთან და ლორი მორგანთან ერთად ცერემონიის თანაწამყვანი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი ნომინაცია ტეილორ სვიფტს ჰქონდა, მან ჯილდო ვერ მიიღო. აღსანიშნავია, რომ სვიფტი გამარჯვებულთა მიღმა ზედიზედ მეორედ დარჩა.

წლევანდელ დაჯილდოებას ბრუნო მარსის, ქარდი ბის, საბრინა კარპენტერის, BTS-ის, Huntrix-ის, Katseye-სა და Sombr-ის სახით, 7 ტრიუმფატორი ჰყავდა. თითოეულმა 3-3 ჯილდო დაიმსახურა.

ბილი აიდოლს, კაროლ ჯისა და დარიუს რაკერს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

ბილი აიდოლს და კაროლ ჯის American Music Awards-ზე სპეციალურ ჯილდოებს გადასცემენ

მთავარი გამარჯვებულები:

წლის არტისტი: BTS

წლის ახალი არტისტი: Katseye

წლის ალბომი: Man’s Best Friend – საბრინა კარპენტერი

წლის სიმღერა: Golden – HUNTR/X

საუკეთესო პოპ შემსრულებელი ქალი: საბრინა კარპენტერი

საუკეთესო პოპ შემსრულებელი მამაკაცი: ჯასტინ ბიბერი

წლის კოლაბორაცია: PinkPantheress და ზარა ლარსონი – Stateside

გამარჯვებულები საერთო ჯამში 50, მათ შორის რამდენიმე ახალ ნომინაციაში გამოვლინდნენ. ერთ-ერთი სიახლე ,,საუკეთესო რეტრო სიმღერის” ნომინაცია იყო, რომელშიც გამარჯვებულად Black Eyed Peas-ის 2009 წლის ტრეკი – Rock That Body დასახელდა. ამ მომენტის აღსანიშნად, ცერემონიაზე ფერგიც გამოჩნდა, რომელიც ჯგუფში 2002-2018 წლებში მღეროდა.

შოუს მუსიკალურ ნაწილში 20 წლის შემდეგ პირველად, The Pussycat Dolls-ის პერფორმანსიც შედგა, ეს კი საღამოს ,,ჰაილაითად” იქცა.

,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოება” 1973 წელს, დიკ კლერკმა დააარსა. ის ,,გრემის” ალტერნატიულ დაჯილდოებას წარმოადგენს, თუმცა ,,გრემისგან” განსხვავებით გამარჯვებულებს ფანების ხმის მიცემის პრინციპით ავლენს. პირველი დაჯოლდოება 1974 წელს გაიმართა.

52-ე American Music Awards-ის გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები