LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ამერიკული მუსიკის დაჯილდოება

ამერიკული მუსიკის დაჯილდოება

ტეილორ სვიფტი ზედიზედ მეორედ American Music Awards-ის გამარჯვებულთა შორის არ მოხვდა – გამოვლინდა დაჯილდოების 7 ტრიუმფატორი

წლევანდელ დაჯილდოებას ბრუნო მარსის, ქარდი ბის, საბრინა კარპენტერის, BTS-ის, Huntrix-ის, Katseye-სა და Sombr-ის სახით, 7 ტრიუმფატორი ჰყავდა. თითოეულმა 3-3 ჯილდო დაიმსახურა.

The Pussycat Dolls და ბასტა რაიმსი American Music Awards-ზე საკულტო ჰიტს – Don’t Cha შეასრულებენ

25 მაისს, American Music Awards-ის სცენაზე, The Pussycat Dolls-ის საზეიმო დაბრუნება შედგება. პირველად, PCD დაჯილდოებაზე 2006, ხოლო მეორედ, 2008 წელს წარდგა.

ბილი აიდოლს და კაროლ ჯის American Music Awards-ზე სპეციალურ ჯილდოებს გადასცემენ

,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე”, რომელიც 25 მაისს, ლას-ვეგასში გაიმართება, ბილი აიდოლი საპატიო პრემიას მიიღებს. აიდოლი დაჯილდოების ისტორიაში მესამე არტისტი გახდება, ვისაც მუსიკალურ ინდუსტრიაში ხანგრძლივი და გავლენიანი კარიერის აღსანიშნავად, ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის გადაეცემა.

ქუინ ლატიფა ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებას” წაიყვანს

აღსანიშნავია, რომ საკულტო რეპერი ამ ამპლუით დაჯილდოებაზე 31-წლის შემდეგ დაბრუნდება და შოუს სოლო რანგში, პირველად გაუძღვება. 1995 წელს, ის ტომ ჯონსთან და ლორი მორგანთან ერთად ცერემონიის თანაწამყვანი იყო.