LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი American Music Awards-ის ტოპ ნომინანტია – დაჯილდოების ნომინანტთა სია ცნობილია

154
photo-collage.png (13)

,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოების” ნომინანტთა სია ცნობილია.

წლევანდელი დაჯილდოების ტოპ ნომინანტად, ტეილორ სვიფტი დასახელდა. მას 8, მათ შორის ,,წლის არტისტის” ნომინაცია მიენიჭა, რომელშიც მისი კონკურენტები: ბედ ბანი, ბრუნო მარსი, BTS, ჰარი სტაილზი, ჯასტინ ბიბერი, კენდრიკ ლამარი, ლედი გაგა, მორგან უოლენი და საბრინა კარპენტერი არიან.

საინტერესო ფაქტია, რომ შარშანდელ დაჯილდოებაზე სვიფტის უპრეცედენტო მარცხი ვიხილეთ – ბოლო 18 წლის განმავლობაში ის გამარჯვებულთა შორის არ მოხვდა.

ტეილორ სვიფტის უპრეცედენტო მარცხი ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე”

სვიფტს 7-7 ნომინაციით მორგან უოლენი, საბრინა კარპენტერი, ოლივია დინი და sombr მოჰყვებიან.

ლედი გაგა და ალექს უორენი 6-6 ნომინაციაში არიან წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ დაჯილდოებაზე კატეგორიების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საერთო ჯამში, 50 შეადგინა.

ნომინანტთა სრული სია

ამ ეტაპზე, სპეციალური პრემიების რეციპიენტთა ვინაობა უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 52-ე American Music Awards, რომელსაც ქუინ ლატიფა გაუძღვება 25 მაისს, ლას-ვეგასში გაიმართება.

ქუინ ლატიფა ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებას” წაიყვანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები