,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე”, რომელიც 25 მაისს, ლას-ვეგასში გაიმართება, ბილი აიდოლი სპეციალურ ჯილდოს მიიღებს. აიდოლი დაჯილდოების ისტორიაში მესამე არტისტი გახდება, ვისაც მუსიკალურ ინდუსტრიაში ხანგრძლივი და გავლენიანი კარიერის აღსანიშნავად, ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის გადაეცემა.
პირველად, საპატიო პრემია 2017 წელს, დაიანა როსს, ხოლო მეორედ შარშან, როდ სტიუარტს მიანიჭეს.
აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი კარიერის მიუხედავად, წლევანდელი American Music Awards ბილი აიდოლისთვის სადებიუტო იქნება — ის დაჯილდოებაზე არასდროს ყოფილა ნომინირებული და არც პერფორმანსი გაუმართავს. როგორც ცნობილია, ამ მომენტის აღსანიშნად, მუსიკოსი სცენაზე ყველა დროის საუკეთესო ჰიტების შესრულებით წარდგება.
საგულისხმოა, რომ ეს აღიარება როკ-მუსიკის ლეგენდისთვის განსაკუთრებულ პერიოდს ემთხვევა — ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 2026 წლის წევრად დასახელდა.
კიდევ ერთ სპეციალურ ჯილდოს კაროლ ჯი მიიღებს. მას International Artist of Excellence Award გადაეცემა, რითაც გახდება პირველი ლათინოამერიკელი შემსრულებელი, რომელიც ამ აღიარებას დაიმსახურებს. ბოლოს ეს ჯილდო 2009 წელს, უიტნი ჰიუსტონს გადაეცა. აიდოლის მსგავსად, პერფორმანსს ღონისძიებაზე ისიც გამართავს. კაროლ ჯი წლევანდელი AMAs-ის სამგზის ნომინანტიცაა.