LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიევი ცარიელია, აი, კოვიდის დროს რომ ცარიელი იყო ქალაქი დაახლოებით ასეთი“ – თამუნა ყურაშვილი დაცარიელებული ქალაქიდან ფოტოებს აქვეყნებს

366
1234

ტელეკომპანია ,,ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაია და მისი მეუღლე, ექიმი თამუნა ყურაშვილი რამდენიმე დღეა უკრაინაში იმყოფებიან.

თამუნა ყურაშვილმა კიევში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორაა დაცარიელებული უკრაინის დედაქალაქი,

„კიევი ცარიელია, აი, კოვიდის დროს რომ ცარიელი იყო ქალაქი დაახლოებით ასეთი, ყველგან ბლოკპოსტებია და პასპორტებს ამოწმებენ.
ყველა მაღაზია დაკეტილია, კაფე-რესტორანიც, რამდენიმე მარკეტია ღია, მესამედი პროდუქციით.

სამდღიანი კომენდანტის საათი დღეს დასრულდა და ახლა მხოლოდ ღამეა 20 საათიდან დილის 7 – მდე. კიევის ცენტრი ძალიან დაცულია, რიგები მხოლოდ აფთიაქთანაა“. – წერს თამუნა ყურაშვილი სოციალურ ქსელში.

“ქართველი დაჭრილი მეომრები მოვინახულეთ, ახლა მერიასთან ახალგაზრდები უკრავენ და ფულს აგროვებენ ჯარისთვის” – თამუნა ყურაშვილი ლვოვში არსებულ ვითარებას გვამცნობს

“მიწა გამსკდომოდა მინდოდა… ეს მართლა სირცხვილია!” – რას წერს ექიმი თამუნა ყურაშვილი, რომელიც მეუღლესთან ერთად უკრაინაში წავიდა

ვახო სანაია ლვოვიდან: ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ომის შემდეგ იყოს დაბეჩავებული, არა! უკრაინელები არ გატყდნენ და ინარჩუნებენ მედგარ სულისკვეთებას

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g