LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიწა გამსკდომოდა მინდოდა… ეს მართლა სირცხვილია!” – რას წერს ექიმი თამუნა ყურაშვილი, რომელიც მეუღლესთან ერთად უკრაინაში წავიდა

6639
BeFunky-collage (1)

ტელეწამყვან ვახო სანაიას მეუღლე, სტომატოლოგი, თამუნა ყურაშვილი, რომელიც მეუღლესთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში წავიდა, საზოგადეობას საზღვართან მომხდარ ამბავს უზიარებს სოციალურ ქსელში.

ვახო სანაია ლვოვიდან: ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ომის შემდეგ იყოს დაბეჩავებული, არა! უკრაინელები არ გატყდნენ და ინარჩუნებენ მედგარ სულისკვეთებას

“როცა უკრაინის საზღვრამდე მივედით ფეხით ღამის ოთხ საათზე, გაყინულები და დაღლილები, იქ ელექტრო ღუმელი იყო ჩართული, ჩანთები დავყარეთ და ვიკითხე თუ შეიძლება. გავთბები-მეთქი, ვიღაც ფორმიანი კაცი იყო, არა მებაჟე( მათ სამხედეო ფორემბი აცვიათ) კი, მოდიო.

საიდან ხართო? საქართველოდან მეთქი, მერე 2008 წელი არ გახსოვთო? მეთქი კი, ძალიან კარგად-თქო.

არაო, თქვენს მთავრობას არ ახსოვსო.

მიწა გამსკდომოდა მინდოდა, ყველა პერიოდს მოვესწარი, ზვიადის, შევარდნაძის, სააკაშვილის.

ქვეყნის შიგნით გასაგებია და ქვეყნის გარეთ არასოდეს მქონია ჩვენი მთავრობის გამო სირცხვილის გრძნობა. არასოდეს.
რაღაცა წავილუღლიღე, ხალხი თქვენს გვერდითაა-თქო, და გამოვედი.

მართლა სირცხვილია ეს!”, – წერს თამუნა ყურაშვილი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე – ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g