რუსმა ოკუპანტებმა კიევში 9-სართულიან სახლს საარტილერიო ჭურვი ესროლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია Telegram-არხზე ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მაშველებმა 2 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. 3 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, 9 ადამიანს კი დახმარება ადგილზე გაეწია.
ამ დროისთვის, მაშველებმა 63 ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.