LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში აფეთქებულ მანქანას ქართული ნომრები ჰქონდა და მასში საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა

137

 

კიევში ცოტა ხნის აფეთქებულ მანქანაში საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. როგორც დაზარალებულის ახლობელი უკრაინულ ტელეკომპანია 112-თან საუბარში ამბობს, აქ არის დაშავებულის ბიძაშვილი, მანქანაში იმყოფებოდა თემურ მახაური. მისი თქმით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მანქანას კი ქართული ნომრები ჰქონდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანის აფეთქების შედეგად ჩეჩენი მძღოლი გარდაიცვალა, რომელიც ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, დონბასში მსახურობდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კიევში ავტომანქანის აფეთქების შედეგად, ერთი ქალი დაშავდა.

ამავდროულად, თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად  რუსლან პაპასკირი, მეტსახელად „ზონა“ (იგივე თემურ მახაური) გარდაიცვალა.

რუსლან პაპასკირის გვარი რამდენიმე გახმაურებულ ინციდენტში ფიგურირებს. 2012 წელს სტამბულში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ჩეჩნეთიდან თურქეთში არალეგალურად გადასული 6-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელსაც ქართველი რუსლან პაპასკირი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებაც თურქული მედია წერდა.
რუსლან პაპასკირის სახელი 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და ასევე 2010 წელს, თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ აფეთქებაშიც ფიგურირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები