LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში „კამიკაძე“ დრონებით დაბომბილი კორპუსის ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს – გრძელდება სამაშველო სამუშაოები

57
კიევი - შევჩენკოს მოედანი

უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსეთის მიერ ე.წ. კამიკაძე დრონებით დაბომბილი კორპუსის ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს.

როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანი რჩება და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ოლენა ზელენსკა: უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ

„ჩვენი ხალხი აფეთქებებს უნდა დაემალოს. უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ.“– წერს უკრაინის პირველი ლედი.

„შევჩენკოს რაიონში მდებარე სახლის ნანგრევებიდან, სადაც დრონის თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა, გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოიყვანეს.

ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ადამიანია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.“ – წერს კლიჩკო.

შეგახსენებთ, რომ რუსები მიკოლაევს ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს – უკრაინელებმა 11 დრონი ჩამოაგდეს. გარდა ამისა, რუსებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს კიევზე.

ჯოზეფ ბორელი: მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები