კიევში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრებს სამედიცინო პირბადის გარეშე არ დაუშვებენ. აკრძალვა ხვალიდან ამოქმედდება.
„ის მგზავრები, რომლებსაც სამედიცინო პირბადე არ ექნებათ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ დაიშვებიან“, – განაცხადა კიევის მერის მოადგილემ ნიკოლაი პავოროზნიკმა.
ამასთან, პავოროზნიკმა აღნიშნა, რომ ტრანსპორტში 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება.
ზედამხედველობას საზოგადოებრივ ტრანსპორტს სანიტარული სამსახური და ეროვნული პოლიცია გაუწევს.