კიმ ბესინგერი და მისი ბოიფრენდი მიჩ სთოუნი ლოს ანჯელესში დაბრუნდნენ. ჯერ კიდევ გუშინ წყვილი შვებულებას ჰავაიზე ატარებდა. ამჯერად კი ორივე სამსახურს დაუბრუნდა. ფოტოგრაფებმა კიმ ბესინგერი და მისი საყვარელი მამაკაცი ლოს-ანჯელესის აეროპორტში გადაიღეს. მართალია მედია ამტკიცებს, რომ 62 წლის მსახიობი და ცნობილი სტილისტი საიდუმლოდ დაქორწინდნენ, თუმცა ამ დრომდე წყვილს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
კიმ ბესინგერი აეროპორტში სპორტულ ფორმაში გამოჩნდა, ის საკმაოდ თავდაჭერილი იყო ჟურნალისტებთან, რასაც ვერ იტყვით მის საყვარელ მამაკაცზე, რომელიც ფოტოგრაფებთან საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა.