ეროტიკული ფილმის „გრეის 50 ელფერის“ გაგრძელებაში მონაწილეობას კიმ ბესინგერიც მიიღებს.
მსახიობი ელენ ლინკოლნის როლს შეასრულებს, მისი გმირი კრისტიან გრეის ყოფილი საყვარელი და საქმიანი პარტნიორია. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლინკოლნის როლს შარლიზ ტერონი შეასრულებდა.
ბესინგერისთვის ეს არ იქნება ეროტიკულ ფილმში დებიუტი – მან 1986 წელს ფილმში „ცხრანახევარი კვირა“ მთავარი როლი შეასრულა.
ელენ ლინკოლნის როლში კიმის ნახვას მაყურებლები 2017 წლის თებერვალში შეძლებენ, სწორედ ამ დროს იგეგმება ფილმის პრემიერა კინოთეატრებში.