ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა საკუთარი მებაღეები მკაცრ, “გამომოსასწორებელ” შრომით ბანაკში გაგზავნა – რაც უნდა გასაკვირად ჟღერდეს, კიმ ჩენ ინი მებაღეებს სჯის იმის გამო, რომ ყვავილები არ ყვავის.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის დიქტატორმა მკაცრი სასჯელი მას შემდეგ გამოიტანა, რაც უთხრეს, რომ მისი გარდაცვლილი მამის, კიმ ჩენ ილის სახელობის ყვავილები – “კიმჩენილიები” ყოფილი ლიდერის დაბადების დღისთვის აყვავებული არ იქნებოდა.
ბეგონია, რომელიც ყოფილი დიქტატორის სახელობისაა, დღეს, დიდი დღესასწაულის ცენტრალური ატრიბუტი უნდა ყოფილიყო.
16 თებერვალს ქვეყანაში “მანათობელი ვარსკვლავის დღეს” უწოდებენ.
სხვადასხვა მედიასაშუალება წერს, რომ სათბურს, სადაც “კიმილსუნგიებსა” და “კიმჩენილიებს” ზრდიან, 50 წელს გადაცილებული მამაკაცი – ჰანი ხელმძღვანელობდა.
ჰანს დაევალა, რომ დარწმუნებული ყოფილიყო, ყვავილები დროულად იქნებოდა მზად “მანათობელი ვარსკვლავის დღისთვის”.
“კიმჩენილია” ასევე ცნობილია “უკვდავი ყვავილის” სახელით და ის 1988 წელს იაპონელმა ბოტანიკოსმა კამო მოტოტერუმ ყოფილი ლიდერის დაბადების დღის აღსანიშნავად გამოიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, სათბურის ხელმძღვანელს შრომით ბანაკში ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯა.