კიმ კარდაშიანს ქურქის ქვეშ საცვლები ეცვა, ამ სათაურით ჩნდება კიმ კარდაშიანის ფოტოები ყველა წამყვანი ინტერნეტგამოცემის გვერდზე. რეალურად კი იმის გარკვევა, რა ეცვა კიმ კარდაშიანს ისლანდიაში ვიზიტისას, საკმაოდ რთულია. ფაქტია, რომ საყვარელი ბეწვის ქურქის ქვეშ კარდაშიანმა საკმაოდ უცნაური სამოსი შეარჩია. ესაა მთლიანი, ტანზე მომდგარი ღია ფერის ბოდე, რომელიც პიჟამას უფრო გავდა, ვიდრე ქუჩაში გამოსასვლელ სამოსს. ბოდეს ქვეშ ნათად მოჩანდა საცვლებიც. რაც შეეხება ფეხსაცმელს, თეთრი ფერის თბილი ბოტები რეალითი-შოუს ვარსკვლავს კანიე უესტის კოლექციიდან ჰქონდა შერჩეული.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა აპრილია, ისლანდიაში მაინც ცივი ამინდებია და როგორც ჩანს, კარდაშიანმა საყვარელი ქურქების კოლექიაც თან წაიღო. ისლანდიაში ვიზიტისას კარდაშიანი საკუთარი ფანკლუბის წევრებსაც შეხვდა.
