მეორე ორსულობა კიმ კარდაშიანისთვის ძალიან სასურველი იყო, თუმცა უფრო რთულად გადასატანი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. რეალითი-შოუს ვარსკვლავისა და კანიე უესტის მეორე შვილი ერთ თვეში უნდა დაიბადოს, კიმი კი უკვე ფიქრობს, როგორ დაბრუნდეს ფორმაში მშობიარობის შემდეგ.
კარდაშიანის მეგობრები ამბობენ, რომ ამჯერად კიმი წონაში დაკლებას რადიკალური მეთოდების გამოყენებით აპირებს, იგი მშობიარობის შემდეგ პლსტიკურ ქირურგებს მიმართავს. კარდაშიანი ლიპოსაქციისთვის ემზადება, ასევე, სურს კანის გადაჭიმვა.
„კიმი ახლა ფიქრობს ოპერაციებზე, რომლის გაკეთებასაც გეგმავს და არჩევს ექიმებს. ჯერ-ჯერობით, სურს მკერდის და მუცლის კორექცია, პრობლემური ზონების ლიპოსაქცია,“ – ამბობს ტაბლოიდების წყარო.