რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი დარწმუნებულია, რომ ის თანამერდოვეობის ელიზაბეტ ტეილორია. ამის დასტური ინფლუენსერის ახალი ფოტოსესიაა, სადაც ის ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობის ცნობილ ლუქებს ირგებს, მათ შორის ტეილორის ცნობილ შავ კაბას, თეთრ ბლუზს, ძვირფას სამკაულებსა და მრავალ სხვა აქსესუარს.
ფოტოებზე, რომელსაც კიმ კარდაშიანი ოფიციალურ გვერდზე თავად ავრცელებს, ბევრ მსგავსებას ნახავთ, თუმცა ორეულობაზე პრეტენცია, ალბათ გადაჭარბებულია.