კიმ კარდაშიანმა სოციალურ ქსელში ვიდეოსელფი გააზიარა, თუმცა თაყვანისმცემლების ყურადღება არა მისმა სილამაზემ, არამედ სხვა ფაქტმა მიიქცია: უკანა მხარეს განთავსებულ მაგიდაზე ორი თეთრი კვალი იყო, გამომწერებმა კი ჩათვალეს, რომ ეს ნარკოტიკის კვალი იყო.
საპასუხოდ კიმმა განაცხადა, რომ მსგავსი თემებით არ ერთობა და ეს მხოლოდ შაქრის ფხვნილი იყო ტკბილეულის მაღაზიიდან Dylan’s.
I do not play with rumors like this so I’m gonna shut it down real quick. That’s sugar from our candy mess from dylan’s candy shop https://t.co/oICdPQVi8d
— Kim Kardashian West (@KimKardashian) July 11, 2017
გამომწერებმა მას არ დაუჯერეს. მაშინ კიმმა ჩაწერა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც იგივე ხაზები აჩვენა. როგორც გაირკვა, ის მაგიდის მარმარილოს ნაწილში არსებული თანდაყოლილი თეთრი ხაზები იყო.
Just a marble table 😂😂😂 pic.twitter.com/5GA14ptvqy
— Kim Kardashian West (@KimKardashian) July 12, 2017
თაყვანისმცემლები ჯერ კიდევ განიხილავენ, შაქარი იყო ეს ყველაფერი თუ მარმარილოს ნაწილი. თავად კიმი კი სიჩუმეს ინარჩუნებს.