ცნობილია, რომ კიმ კარდაშიანის მეორე მშობიარობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ბავშვის არასწორი მდებარეობისა და გესტაციური დიაბეტის გამო კარდაშიანს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია. მიუხედავად ექიმის მოთხოვნისა, ვარსკვლავმა უარი თქვა საკეისრო კვეთის ჩატარებაზე და ფიზიოლოგიურად იმშობიარა. გარდა ამისა, ორსულობისას აღინიშნებოდა პლაცენტის პათოლოგიაც, რაც ასევე ახლდა მის პირველ ორსულობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მომავალში პრობლემები შეექმნას კარდაშიანის რეპროდუქტიულ ფუნქციას.
US Magazine ირწმუნება, რომ მესამე ბავშვის შემთხვევაში კანიე უესტსა და კიმ კარდაშიანის სუროგატი დედის დახმარება დასჭირდებათ, რადგან ექიმებმა კატეგორიულად აუკრძალეს კიმ კარდაშიანს დაორსულება. ამას თან ახლავს ვარსკვლავის სკანდალური განცხადება სოციალურ ქსელში. კარდაშიანი ამბობს, რომ მან გადაწყვიტა პლაცენტა შეჭამოს, რადგან ეს ძველი ჩინური ტრადიცია ქალებს ძალების აღდგენაში ეხმარება: „როცა მე ნორტზე ვიყავი ორსულად, ბევრი ისტორია მოვისმინე ქალებზე, რომლებმაც პლაცენტა არ შეჭამეს და პოსტსამშობიარო დეპრესიით იტანჯებოდნენ. შემდეგ მეორე ორსულობისას ჭამდნენ მას და დეპრესია არ იყო. ვიფიქრე, რატომაც არ ვცადო? რას ვკარგავ?“ – დაწერა კიმ კარდაშიანმა სოაციალურ ქსელში.