კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის შვილის ბევრს შეშურდება – 3 წლის ნორტს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდების სამოსი აცვია, მას აქვს „შანელის“, „ბალენსიაგას“, „დიორის“, „მარკ ჯეიკობსის“ და სხვა ბრენდების აქსესუარები და სამოსი.
გასულ უქმეებზე კიმმა შვილთან ერთად გაისეირნა ნიუ-იორკის ქუჩებში. ცნობილ ოჯახს ყოველ ნაბიჯზე აფიქსირებდნენ პაპარაცები.
გასეირნებისთვის კარდაშიანმა სადა სამოსი შეარჩია, მაისური, ჯინსის მოკლე შარვალი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. პატარა ნორტს კი ოქროსფერი კაბა ეცვა და Fendi-ს ჩანთა ეჭირა ხელში, რომლის ღირებულება 2 ათასი აშშ დოლარია.