რამდენიმე დღის წინ „ფორბსმა“ ყველაზე შემოსავლიანი ადამიანები გამოავლინა. რეიტინგის 49-ე ადგილზე კიმ კარდაშიანი განთავსდა, რომელიც Forbes Women’s Summit-ს ესტუმრა. გარდა კიმის მკაცრი სტილისა, რომელიც ყველასთვის თვალშისაცემი იყო, ყურადღება მიიქცია მისმა პირადმა მცველმა. იდუმალ მამაკაცს უკვე შეარქვეს ჰოლივუდის ახალი სექს-სიმბოლო.
გუშინ კიმი კიდევ გამოჩნდა საზოგადოებაში თავის დაცვასთან ერთად. ინტერესი მის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. ქსელში აქტიურად განიხილავენ მამაკაცის მიმზიდველობას და აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში პოპულარობით ის თვით კიმ კარდაშიანსაც დაჩრდილავს.

