აგვისტოს ბოლოს კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი დროებით ნიუ-იორკში გადაბარგდნენ საცხოვრებლად. წყვილი შვილებთან ერთად მანჰეტენის ერთ-ერთი პენთჰაუსში დასახლდა, რომელიც მათ უფასოდ შესთავაზა სერვისმა Airbnb-მა.
”სულ ცოტა ხნის წინ დავბინავდით ჩვენს ახალ ბინაში. მადლობა მინდა ვუთხრა Airbnb-ს ასეთი საჩუქრისთვის”, – აღნიშნა კარდაშიანმა და საკუთარ Instagram-ში ახალ აპარტამენტებში გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა.
აპარტამენტებში, რომლის საერთო ფართი 669 კვ/მ-ს შეადგენს, შვიდი ტერასა, მათ შორის ერთი სახურავზე, თავისი პანორამული ხედით ნიუ-იორკზე, ხუთი საძინებელი, ექვსი აბაზანა, ღია აუზი, და უზარმაზარი სათამაშო ზონა ბავშვებისთვის. პენთჰაუზი 30 მლნ. დოლარადაა შეფასებული, ერთი ღამის გატარება კი, 10 ათასი დოლარი ღირს.
ნიუ-იორკში კარდაშიანი-უესტის წყვილს საკმაოდ სერიოზული გეგმები აქვთ – ჯერ უესტის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება Madison Square Garden-ში, მერე კი, რეპერი თავის ახალ კოლექციას Yeezy Season 4 -ს წარადგენს მოდის კვირეიულზე.