LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანის შვიდი თვის ვაჟი რეალითი-შოუს გმირი ხდება (ფოტო)

104

როგორც ჩანს, კიმ კარდაშიანმა გადაწყვიტა, შვიდი თვის სეინთი ცნობილი შოუს გმირად აქციოს. რეიტინგისთვის რეალითი-შოუს ვარსკვლავმა ახალი სეზონის გადაღებებში ვაჟიც ჩართო და ცხადია, მაყურებლის ყურადღებაც მიიქცია.

პატარა სეინთი კარდაშიანებმა საყიდლებზე გაიყვანეს. ოჯახი სრული შემადგენლობით კამერების წინ პოზირებდა, სეინთი კი გაოცებული ადევნებდა თვალს უამრავ კამერას და ცნობისმოყვარე ადამიანებს. ცხადია, კადრში ჩანან სხვა ბავშვებიც კარდაშიანების დიდი ოჯახიდან, თუმცა მათთვის გადაღებების პროცესი უკვე ცხოვრების წესად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ კარდაშიანები მათთვის დამახასიათებელი ეპატაჟურობით ცდილობდნენ ყურადღების მიქცევას, ახალი ეპიზოდის მთავარი გმირი სეინთი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g