ცნობილი გახდა, რომ კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის ახალდაბადებულ ვაჟს, სეინთს კიმის უფროსი და, 36 წლის ქორთნი მონათლავს. ჯერ არაა ცნობილი, თუ სად და როდის მონათლავენ ახალშობილს. რაც შეეხება ქორთნის, ბოლო დროს ის უფრო მეტად იკრებს პოპულარობას, მედია აქტიურად წერს მის რომანზე ჯასტინ ბიბერთან.
რაც შეეხება კიმ კარდაშიანის უფროსი შვილის, ნორტის ნათლიას, ის ქლოე კარდაშიანი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ნორტი იერუსალიმში, სომხურ ეკლესიაში მონათლეს.